
"სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზეთობის დასკვნითი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა".
3 ივნისი 2023პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, პრორექტორი სამეცნიერო მიმართულებით პროფესორი, მერაბ ბერიძე.
🔹აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ღონისძიებაზე მობრძანებულმა სტუმრებმა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, ბატონმა დავით ფაცაციამ, აუდიტორიას მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, თსუ რექტორი, პროფესორი ჯაბა სამუშია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ა.ა.(ი).პ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ თავჯდომარე გიორგი შერვაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
🔹შემდეგ კი სტუმარ-მასპინძლებმა მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლეს, სადაც გაიმართა აფხაზეთობის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება: ანსამბლ „მესხეთის უნივერსიტეტის“ კონცერტი კვირეულის შეჯამებით.
🔹ღონისძიების დასასრულს გაიმართა აფხაზური ცენტრის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში ,, XXI ვაქციოთ ნდობისა და მშვიდობის საუკუნედ“ გამარჯვებული სჯსუს სამი სტუდენტის: ნანუკა მელიქიძის, მზია ფეიქრიშვილის და გვანცა კაპანაძის დაჯილდოება, რომელთაც სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცეს აფხაზური ცენტრის თავმჯდომარემ ნათია ზურაბაშვილმა და თავჯდომარის მოადგილემ მარიამ გელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოები დააწესა უნივერსიტეტში არსებული აფხაზური ცენტრის პარტნიორმა ორგანიზაციამ „ერთობა ხვალისთვის.“
🔹ასევე, შპს „ამრა 22-ის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ, შპს „ამრა 22-ის“ რჩეულს გვანცა კაპანაძეს გადასცა ფულადი ჯილდო.