ფილმი „მუჰაჯირების გზა"

ფილმი „მუჰაჯირების გზა"

დოკუმენტური ფილმი „მუჰაჯირების გზა“ განიხილავს იმ კვალს, რომელიც კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის იძულებით გადასახლებამ დატოვა მუჰაჯირების შთამომავლებზე. მუჰაჯირობა 80 000-მდე აფხაზს შეეხო. აფხაზთა გარკვეული ჯგუფი აჭარაში დასახლდა, ხოლო მათი ოჯახების ნაწილი 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ სამხრეთ საქართველოში დაწყებული მასობრივ მუჰაჯირობის პროცესის მსხვერპლი გახდა და აჭარლებთან, შავშელებთან თუ კლარჯებთან ერთად თურქეთის შიდა პროვინციებში გადაასახლეს.

ფილმის მთავარი გმირები ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები აჭარაში მოგზაურობენ მთავარ კითხვაზე „რატომ და ვინ არის მუჰაჯირობის რეალური მიზეზი?“ პასუხის მოსაძიებლად.

„მუჰაჯირების გზა“ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მხარდაჭერით შეიქმნა.