HomeᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘრა ხდება აფხაზეთში??

რა ხდება აფხაზეთში??

2024 წლის 29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვან

2024 წლის 29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკის შეხვედრის სავარუდო ოქმი, რომელიც 2024 წლის 26 აგვისტოთი თარიღდება. ოქმის შინაარსმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში მწვავე პროტესტი გამოიწვია.

„დოკუმენტით“ ირკვევა, რომ „აპარტამენტების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის მოწინააღმდეგე აფხაზური ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებისა“ და ე.წ. ოპოზიციის ლიდერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილეს;
3.
ამასთან, საოკუპაციო რეჟიმმა 20 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს რუსეთის მოქალაქეობის მფლობელ „პარლამენტართა“ და ე.წ. ოპოზიციის ლიდერთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც რუსეთის ინტერესებისა და მოსკოვთან „ურთიერთობის“ განვითარების საზიანოდ მოქმედებენ.
4.
ე.წ. ოქმის თანახმად, მოსკოვი 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ „ვალდებულებების“ შესრულებამდე ოკუპირებული რეგიონისთვის რუსული ფინანსური დახმარების გარკვეული ნაწილის შეჩერებას და 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მხოლოდ კომერციულ საწყისებზე მიწოდებას გეგმავს. ეს ვალდებულებებია:

„ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება;

„რუსული იურიდიული პირების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ამოქმედება;
რუსი ე.წ. ინვესტორებისთვის „კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე“ არსებული შეზღუდვების მოხსნა (იგულისხმება „აპარტამენტების“ საკითხი).
შეფასებები ანტირუსულად განწყობილი პირების სიების გადაცემასა და მათთვის პასპორტების ჩამორთმევის შესახებ:
პასპორტების ჩამორთმევის პრაქტიკა რუსეთმა აქტიურად აამოქმედა, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ, რაიმე ფორმით:

რუსები აჩერებდნენ რუსული პროექტების წინააღმდეგ განწყობილ აფხაზ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ფსოუს ე.წ. საზღვარზე და აშინებდნენ მათ. ეკითხებოდნენ, ანტირუსული განწყობების შესახებ აფხაზეთში. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვითომ ნოტა უნდა გაეგზავნა რუსებისთვის, მაგრამ რეალურად აღნიშნულს რეაგირება არ მოყოლია.

მაშინ კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებს იმ პირთა სიები გადაეცათ, რომლებიც აფხაზეთის მიმართ პატრიოტულად იყვნენ გაწყობილი და რუსეთის ინტერესების გატარება არ სურდათ, ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი ე.წ. აპარტამენტების კანონის მოწინააღმდეგეებისთვის რუსული პასპორტების ჩამორთმევას გეგმავდა. აღნიშნული ე.წ. კანონპროექტის ჩავარდნის გამო ეს ხალხი სამსახურებიდანაც გაათავისუფლეს.

другие новости

პოპულარული

მუჰაჯირების გზა

რა ხდება აფხაზეთში?