2024 წლის 29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკის შეხვედრის სავარუდო ოქმი, რომელიც 2024 წლის 26 აგვისტოთი თარიღდება. ოქმის შინაარსმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში მწვავე პროტესტი გამოიწვია.
„დოკუმენტით“ ირკვევა, რომ „აპარტამენტების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის მოწინააღმდეგე აფხაზური ე.წ. პარლამენტის „დეპუტატებისა“ და ე.წ. ოპოზიციის ლიდერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილეს;
ამასთან, საოკუპაციო რეჟიმმა 20 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს რუსეთის მოქალაქეობის მფლობელ „პარლამენტართა“ და ე.წ. ოპოზიციის ლიდერთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც რუსეთის ინტერესებისა და მოსკოვთან „ურთიერთობის“ განვითარების საზიანოდ მოქმედებენ.
ე.წ. ოქმის თანახმად, მოსკოვი 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ „ვალდებულებების“ შესრულებამდე ოკუპირებული რეგიონისთვის რუსული ფინანსური დახმარების გარკვეული ნაწილის შეჩერებას და 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მხოლოდ კომერციულ საწყისებზე მიწოდებას გეგმავს. ეს ვალდებულებებია:
„ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება;
„რუსული იურიდიული პირების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ამოქმედება;
რუსი ე.წ. ინვესტორებისთვის „კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე“ არსებული შეზღუდვების მოხსნა (იგულისხმება „აპარტამენტების“ საკითხი).
შეფასებები ანტირუსულად განწყობილი პირების სიების გადაცემასა და მათთვის პასპორტების ჩამორთმევის შესახებ:
პასპორტების ჩამორთმევის პრაქტიკა რუსეთმა აქტიურად აამოქმედა, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების მიმართ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ, რაიმე ფორმით:
- რუსები აჩერებდნენ რუსული პროექტების წინააღმდეგ განწყობილ აფხაზ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს ფსოუს ე.წ. საზღვარზე და აშინებდნენ მათ. ეკითხებოდნენ, ანტირუსული განწყობების შესახებ აფხაზეთში. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვითომ ნოტა უნდა გაეგზავნა რუსებისთვის, მაგრამ რეალურად აღნიშნულს რეაგირება არ მოყოლია.
- მაშინ კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებს იმ პირთა სიები გადაეცათ, რომლებიც აფხაზეთის მიმართ პატრიოტულად იყვნენ გაწყობილი და რუსეთის ინტერესების გატარება არ სურდათ, ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი ე.წ. აპარტამენტების კანონის მოწინააღმდეგეებისთვის რუსული პასპორტების ჩამორთმევას გეგმავდა. აღნიშნული ე.წ. კანონპროექტის ჩავარდნის გამო ეს ხალხი სამსახურებიდანაც გაათავისუფლეს.
იგივე მოხდა 2024 წ. მარტის პერიოდში კრემლმა მსგავსი ზომა უკვე გამოიყენა სამი ოსი ე.წ. დეპუტატის, დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევის წინააღმდეგ, რომლებსაც რუსული პასპორტები ჩამოერთვათ და ქვეყანაში შესვლა 2049 წლამდე აეკრძალათ. საფუძვლად „რუსეთის საზღვრის სიახლოვეს დაძაბულობის ზრდისკენ მიმართული ქმედებები“ სახელდებოდა.
მომხდართან დაკავშირებით მულდაროვმა პრესასთან აღნიშნა იგივე – რასაც რეპრესირებული აფხაზები ამბობდნენ – რომ „ადგილობრივი პოლიტიკოსები“ მოსკოვს ინფორმაციას გადასცემენ, რის საფუძველზეც მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ რუსეთის პრეროგატივაა. ამით მან ირიბად დაადასტურა, რომ რუსეთი აფხაზებს სჯის.
დასკვნა – აფხაზები, ისევე როგორც ოსები, ისჯებიან საკუთარი იდეის გატარების და რუსეთის მითითებების სრული სიზუსტით არშესრულების გამო. ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვნებათაღელვის ფონზე, რუსეთის ე,წ. საელჩოს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, წყნარად სხედან და უყურებენ, როგორც ცდილობს ხალხი ამ „ოქმის“ ნამდვილობა-ფეიქობის დადგენას.
შეფასებები ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ:
- რაც ე.წ. ოქმში ეწერა, რომლის ავთენტურობას თითქოს არავინ ადასტურებს, სიმართლე გამოდგა: 3 სექტემბერს სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ ე.წ. ოქმში ასახული საკითხების შესახებ კრემლთან დისკუსია არაერთხელ ყოფილა.
- მან თქვა, რომ მოსკოვის წარმომადგენლები საოკუპაციო რეჟიმისგან აღებული ვალდებულებების შესრულებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოირიცხებოდა სანქციები;
- მან თქვა, რომ სანქციების ნაწილის დაწესება 1-ელი სექტემბრიდან, ძალოვანი სტრუქტურების, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების დაფინანსების მიმართულებით დაიწყო. ასევე, გაურკვეველია ენერგეტიკის დაფინანსების პერსპექტივა;
- ამ ფონზე თქვა, რომ მოსახლეობის და ოპოზიციის რეაქციით გაკვირვებულია, რადგან მათ გარკვეული პირებისთვის რუსეთის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევა აშფოთებთ და არა სანქციების საკითხი, რომელიც უკვე ძალაში შევიდა.
- მისი აზრით, მთავარ და საერთო ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, იმაზე ფიქრი, თუ რა შედეგი ექნება ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთთან მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას. შამბამ გამოიყენა სიტყვა კონფრონტაცია რაც სერიოზული თემაა და უპრეცენდენტოა რუსეთთან ურთიერთობაში, თან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მხრიდან. აგრეთვე, პროცესების იგივე მიმართულებით განვითარებას, მნიშვნელოვან საფრთხედ აღიქვამს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოებრიობისთვის.
- შამბას მიაჩნია, რომ პროცესები შესაძლოა გაუარესდეს, ამიტომ აფხაზებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, მზად არიან კვლავ ბლოკადაში ცხოვრებისთვის? ამასთან, გაითვალისწინონ, რომ ურთიერთობების გაუარესების პირობებში, პრობლემები შეიქმნება სამხედრო უსაფრთხოების თავალსაზრისითაც.